ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. მათი შეფასებით, ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. მათი განცხადებით, არ არსებობს საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.

ამ წუთებში მზია ამაღლობელთან მისი უფლებადამცველია შესული.