ბათუმის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა

აჭარის კულტურის სამინისტროს ეგიდით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა, იაპონიის საელჩოს გრასრუტების კულტურული პროგრამის გრანტი მოიპოვა. სასწავლებელს, გრანტის ფარგლებში, 15 პიანინო და ერთი როიალი გადაეცემა. საგრანტო ხელშეკრულებას სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა, ნინო ჩაიძემ და იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს ხელი. აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, სამუსიკო სასწავლებელს გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. იაპონიის ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ ხაზი გაუსვა მუსიკალური სასწავლებლის ისტორიულ როლს აჭარაში მუსიკალური ტრადიციებისა შენარჩუნებასა და კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში.