ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ბათუმი, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მათე ფუტკარაძე დაუპირისპირდა. ბათუმში ეს არჩევნები გადაწყვეტს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მმართველი გუნდი შეძლებს თუ ოპოზიცია.

ბათუმიდან დეტალებით და ბოლო ინფორმაციით მერაბ წულუკიძე ჩაგვერთვება – რა რეაქციები აქვთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში?