ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს საჯარო მოხელეების მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ. პარტიების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, რითაც იმ საჯარო მოხელეების სამაგალითო დასჯა მოხდება, რომლებმაც ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილება პეტიციით გააპროტესტეს. დეპუტატები ირწმუნებიან, რომ დისკრიმინაციულ ფაქტებს უკვე ჰქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, პეტიციას ბათუმის მერიის 28 თანამშრომელმა მოაწერა ხელი.