ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ხმაურია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. პროცესში ორი კანდიდატი მონაწილეობს, არჩილ გუჩმანიძე და ტიტე აროშიძე. სტუდენტების უკმაყოფილებას სწორედ ტიტე აროშიძის კანდიდატურა იწვევს, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი იყო. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტის გაკონტროლებას ცდილობს. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა ნაწილი კი არ იზიარებს სტუდენტთა მოთხოვნებს და მათ ოპოზიციის მესიჯების გახმაურებაში ადანაშაულებს.

მერაბ წულუკიძის ჩართვა ბათუმიდან #მოამბე