ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სტუდენტებთან საქმიანობის უფლება შეუჩერეს.

უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის საფუძველზე მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხს ეთიკის საბჭო შეისწავლის და გამოძიების დასრულებამდე არ არის გამორიცხული, ლექტორს შრომითი ხელშეკრულებაც შეუწყდეს.

საკითხზე განცხადება დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი სწორედ ამ მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.