ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა 

15:25, 29.11.2025

საქართველოს განათლების მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მეცნიერებსა და ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო.

მსგავსი