ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი წელს 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფილმებს მსოფლიოს 35 ქვეყნიდან, ტრადიციულად, სამ საკონკურსო და სამ არასაკონკურსო სექციაში აჩვენებენ. 70-მდე მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმის ჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია ინდუსტრიული შეხვედრები, ვორქშოპები და მასტერკლასები. კინოფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების დიდი ნაწილის ხილვა მაყურებელს კინოთეატრ „აპოლოში“ შეეძლება.

ახალი დღე