ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შევიდა

ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სამხედრო გემები შევიდა. სამხედრო ხომალდები შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში იმყოფებიან.

სწავლება 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება. ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.