ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შევიდა

ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა. ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. გემის მეთაურობას ტრადიციულად ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

“აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას, – წერია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში. ხომალდი ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.

 

დატოვე კომენტარი