ბათუმში N7 საჯარო სკოლა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოხდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრება და შიდა სივრცის კეთილმოწყობა. განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი. ასევე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია. სკოლა გათვლილია 1 300 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება 5 047 000 ლარია. განახლებული სკოლა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.