ბათუმის მუსიკალური ფესტივალი

ელისო ბოლქვაძის, ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება.

ფესტივალი წელსაც „იუნესკოს“ პატრონაჟით ტარდება. ათი დღის განმავლობაში, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან. კონცერტებთან ერთად, ჩატარდება მასტერკლასები. ფესტივალში მონაწილეობის მიღება მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლიათ. გამორჩეულებს საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ.  განათლების და კულტურის სამინისტროსთან ერთად, 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით იგეგემება მუსიკალური არტ-ბანაკის ჩატარებაც.