ბათუმის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნება“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში მერობის კანდიდატებს წარადგენს. სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი წარუდგინა. აღინიშნა, რომ გიორგი ცინცაძე ჩართული იყო აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შექმნაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ასევე, წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში და საგარეო საქმეთა სამინისტროში.