ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი ცინცაძე შეასრულებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერიის თანამშრომლებს მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარუდგინა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.
გიორგი ცინცაძემ გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე. მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი მურვანიძეს მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.