ბათუმის კინოფესტივალი

100-მდე ფილმი 35 ქვეყნიდან.

ბათუმი საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. კინოს 110 წლის აღსანიშნავად, 16 სექტემბერს ფესტივალს კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი წელს სპეციალური ჯილდო კინოოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადაეცემა.

მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე გაიმართება.

საფესტივალო პროგრამას ლიზა ციციშვილი გაგვაცნობს.