ბათუმის კაპელას კონცერტი ვატიკანში
ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს 141-ე პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა. გაჟღერდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, შესრულდა პატრიარქ ილია მეორის საგალობლები. პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა.
წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ ქართულ მუსიკალურ საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა.