ბათუმის ჯაზ-ფესტივალი – 2025
დღეს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დაიხურება. ჯაზის მოყვარულები დისკოსა და სოულის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალთა ჯგუფს Sister Sledge-ს მოუსმენენ. თუმცა, მანამდე გამორჩეული იყო გუშინდელი პროგრამაც. ფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე The Next Movement ახალი პროგრამით წარდგა. მოგვიანებით კი სცენა ესპანელმა არტისტმა ვინსენ გარსიამ და მისმა ჯგუფმა დაიკავა. კონცერტამდე მსმენელის განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმი მეთვრამეტედ მასპინძლობს.