ბათუმის დრამატული თეატრის 147-ე სეზონის გახსნა

12:21, 15.01.2026

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. დავით კლდიაშვილის კლასიკა „დარისპანის გასაჭირი“ რეჟისორმა გიორგი კაშიამ, ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინა. სპექტაკლის ორიგინალური სცენარი თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. პრემიერას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო. ახალ სეზონზე დასი 7 პრემიერას გეგმავს.

მსგავსი