ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალი აღიარება - ინტერვიუ ირაკლი არჩაიასთან

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის გამარჯვებული გახდა. მან ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის კატეგორიაში აჯობა მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და სხვა ქალაქების ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს. როგორ შეხვდა მორიგ აღიარებას ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რა სამომავლო გეგმები აქვთ ადგილზე – „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ უპასუხა.