ბათუმის ბოტანიკური ბაღი 110 წლისაა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 110 წლისაა. მწვანე კონცხზე ეგზოტიკური მცენარეების პირველი ბაღი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ფრანგმა მოგზაურმა, დალფონსმა გააშენა, მას შემდეგ დაიწყო მცენარეების შემოტანა და გამრავლება. 1912 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად დაარსდა. ბევრი ეგზოტიკური მცენარე, რომელიც დღეს საქართველოში ხარობს და ხალხშიც ფართოდ არის გავრცელებული, სულაც არ არის ადგილობრივი, ისინი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან გავრცელდა. უნიკალურ ბაღში დღეს 1800-ზე მეტი სახეობის მცენარეა. მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან შემოტანილი უკვე ასწლოვანი მცენარეების სანახავად, ბაღს ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

როგორ გამოიყურება ბათუმის სავიზიტო ბარათი დაარსებიდან 110 წლის შემდეგ?

მერაბ წულუკიძე შეეცადა თქვენთვის პატარა ექსკურსია რეპორტაჟის სახით მოემზადებინა.