ბათუმის ბიბლიოთეკა – საუკუნოვანი ისტორია და ახალი სივრცე

21:19, 15.11.2026

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აჭარის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა, რომელიც საუკუნეზე მეტია, მკითხველს მრავალფეროვან საბიბლიოთეკო სერვისს სთავაზობს. აქ ინახება სამი საუკუნის წინანდელი უძველესი გამოცემა და ევროპაში დაბეჭდილი 3400-მდე ეგზემპლარი. ბიბლიოთეკა იმითაცაა გამორჩეული, რომ მის საცავებში ათწლეულების განმავლობაში შეგროვებული პერიოდიკაც ინახება, რომელიც რეგიონის წარსულ ყოველდღიურობას აცოცხლებს.

ოქტომბერში, დაარსების იუბილეს, ბიბლიოთეკა განახლებული სივრცეებით შეხვდა. იშვიათი გამოცემების გამოფენა, სამკითხველო კლუბები და შიდა ეზოში მოწყობილი სამუშაო გარემო, ამ სიახლეებმა ძველი საგანმანათლებლო კერა ახალი შეხვედრების მიზიდულობის ადგილად აქცია.

მსგავსი