ბათუმისა და ქობულეთის ავტოპარკს 18 ერთეული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი დაემატა. პროექტის ფარგლებში, ბათუმის ავტოპარკი განახლდა ათი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსით, თითოეული მათგანი ერთდროულად 110-მდე მგზავრის მომსახურებას უზრუნველყოფს. ქობულეთის მუნიციპალურ ავტოპარკს კი რვა ერთეული ავტობუსი შეემატა, რომლებიც 32 მგზავრზეა გათვლილი.