ბათუმის ახალი ესტაკადა

ბათუმის შესასვლელში საცობების მრავალწლიანი პრობლემა დიდი ალბათობით მოგვარდება.

მომდევნო თვიდან ექსპლოატაციაში შევა ახალი ესტაკადა, რომლის საშუალებით ქალაქში შესვლა რკინიგზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.

ოთხზოლიანი გადასასვლელი იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს.

800-მეტრიანი ესტაკადის ნაადრევად გახსნა ტურისტული სეზონის გამო გადაწყდა.