ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წლის შეჯამება

ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების მნიშვნელობასა და ქვეყნის და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში 15 000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.