ბათუმის აეროპორტის განვითარების ახალი პროექტი
როგორი იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოების შემდეგ – განვითარების პროექტი „ტავ ჯორჯიას“ და „საქ-აერონავიგაციის“ წარმომადგენლებმა ეკონიმიკის მინისტრს წარუდგინეს. ძველი ტერმინალის გაფართოება, ახალი ტერმინალის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის განახლება – ასეთია გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც ბათუმის აეროპორტი წელიწადში 4 მილიონ მგზავრს უნდა მოემსახუროს. მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მენეჯმენტმა აეროპორტის განვითარების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ გასულ წელს ბათუმის საჰაერო ტრანსპორტის ჰაბი მილიონ 230 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.