ბათუმი World Travel Awards-ის ნომინაციაზე
ბათუმის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – საქართველოს ზღვისპირა ქალაქი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე, ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ბათუმი გამარჯვებისთვის ისეთ ქალაქებთან ერთად იბრძვის, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი და სხვები. დაჯილდოების ცერემონიას იტალია მასპინძლობს, გამარჯვებული რამდენიმე წუთში გამოვლინდება.
„მოამბე“ სარდინიადან – პრესტიჟული ღონისძების დეტალებზე მერაბ წულუკიძე ისაუბრებს.