ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება

21:30, 09.09.2026

დასასრულს უახლოვდება აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა.

ამჯერად იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთის, ბათუმი-სარფის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები. მოლოდინია, რომ ახალი გზა სატრანსპორტო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. მითითებული მაგისტრალი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის იქნება გათვალისწინებული. პროექტი გვირაბის, ხიდის და სახიდე გადასასვლელის მოწყობასაც ითვალისწინებს. შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისების მხრივ ბათუმი-სარფის მაგისტრალს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.

მსგავსი