ბათუმი „გემოფესტს“ მასპინძლობს
ქალაქ ბათუმში „გემოფესტი“ იმართება. დედლური, იახნი, ფხა-ლობიო, ბორანო, მაჯუნი – ეს იმ ტრადიციული აჭარული კერძების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმში, „გემოფესტზე“ მზადდება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს და დააგემოვნონ როგორც ცნობილი, ისე იშვიათი კერძები. ბათუმის ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილია ჯამში 16 კომპანია, სამეწარმეო მარკეტები, ღვინისა და ხემსის პავილიონები, დესერტების სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
„გემოფესტი“ ზღვისპირა ქალაქში პირველად ტარდება. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეები და ბენდები აფორმებენ.
ნათია ქენქაძე ბათუმიდან.