ბათუმი ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს

ბათუმი უკვე მეხუთედ, სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს.

ფესტივალში წელს აჭარის მუნიციპალიტეტებთან ერთად, საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ევროპის მოედანზე სოფლის კუთხეები მოეწყო. გამოიფინა ეთნოგრაფიული ნივთები, მოეწყო ბაზრობა, რომელზეც ადგილობრივი ნატურალური წარმოების პროდუქტი იყიდება.

ფესტივალის სტუმრებისთვის გათვალისწინებულია კულინარიული მასტერკლასები. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არყის გამოხდისა და ყურძნის დაწურვის პროცესშიც.