ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია. 29  წლის ქართველი ფინალში  მასპინძელს, იან-ლენარდ შტრუფს შეხვდა და გერმანელი ორ სეტში ანგარიშით 6:4  7:6 დაამარცხა. ფინალი მიუნხენის ცენტრალურ კორტზე გაიმართა, ტურნირის საპრიზო ფონდი 481 270 ევრო იყო.  საჩოგბურთო ლაივ რეიტინგში ბასილაშვილი 31-ე პოზიციაზე გადავიდა. ეს მისთვის კარიერის განმავლობაში პირველი ტიტულია, რომელიც ბასილაშვილმა სეტის წაუგებლად მოიგო.

მოამბე