ბარსელონა-ლივერპული 3:0

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართა. ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ლივერპულს უმასპინძლა და მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში 26-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მესიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით ინგლისელთა კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა.

განმეორებითი მატჩი 7 მაისს შედგება.