ვივალდის შემოქმედება ქართულ სცენაზე. იტალიელი და ქართველი მუსიკოსები ცნობილ საოპერო დადგმას წარმოადგენენ. „ოტონე ვილაში“ მაქსიმალურად იქნება მიახლოებული იტალიელი კომპოზიტორის ცნობილი ბაროკო ოპერის უძველეს ვერსიასთან. ავთენტურობის დაცვას საშემსრულებლო ტექნიკასთან ერთად ინტერიერიც უზრუნველყოფს.
მსმენენელი იტალიური ბაროკოს ეპოქაში იმოგზაურებს. ანტონიო ვივალდის „ოტონე ვილაშის“ პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 3 მარტს გაიმართება.