ბაროკოს ფესტივალი თბილისში

15:28, 06.11.2018

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

ღონისძიების დეტალების შესახებ ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა კულტურის სამინისტროში ისაუბრეს. ფესტივალი 9 ნოემბერს საქართველოს სინფონიეტას 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება და 3 დეკემბერს საქართველოს სინფონიეტასა და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის ერთობლივი წარმოდგენით დაიხურება. დაგეგმილია საგანმანათლებლო ლექციებიც.

მსგავსი