ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს.

ამავე სხდომაზე იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე აღნიშნულ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირისთვის, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება გამოძიება.