ბარამიძის სასამართლო
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა და საქმე არსებით განხილვაზე გადასცა.
ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვდა. პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც ბარამიძის განცხადებას ქართველი ჯარისკაცების მიერ ტყვეების დახვრეტაზე, პოლიტიკური შეცდომა უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ბარამიძის მხრიდან კრიმინალს ადგილი არ ჰქონია და ის პოლიტიკურად იდევნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს.