ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

18:03, 02.06.2026

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს – ცოტა ხნის წინ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, სადაც სიტყვით პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოვიდნენ. პრემიერის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება.

მსგავსი