ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

ანკარაში გამართულ შეხვედრას კითხვები და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა თბილისში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე თურქეთში საქართველოს გარეშე იმსჯელეს.

დამატებითი კითხვები გააჩინა იმ ფაქტმაც, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის გარდა შეხვედრაში რუსეთის სარკინიგზო კომპანიაც მონაწილეობდა.

ცნობილია, რომ რუსეთს პროექტში ჩართვა სურს. ფორმატის და ქართული მხარის არყოფნის გამო დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არაერთი განმარტების გაკეთება დასჭირდა. მით უმეტეს, რომ განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი ლიანდაგის მშენებლობა და ყარსში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა იყო.

მთავრობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტში საქართველოს თანხმობის გარეშე რაიმე ცვლილების შეტანას გამორიცხავს.