ბაქარის სტამბის სახარება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას სახარების უნიკალური გამოცემა შეემატა. ეს არის ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის შვილის, ბაქარის სტამბაში 1739 წელს დაბეჭდილი სახარება, რომელიც უიშვიათესი, ძვირფასი ყდითა და მინაწერებით გამოირჩევა. სახარების ყდა მცირედ დაზიანებულია და მას რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს.