ბანკირთა პროფესიული დღე

საქართველოში ბანკირთა პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა დღეს წიგნი ალბომი „საქართველოს სახელმწიფო ბანკი“ წარადგინა. დღესვე მოხდა საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის შრიფტის პრეზენტაცია. შრიფტი კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა. წიგნის და შრიფტის პრეზენტაციას საბანკო სექტორის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.