ბანკირის დღე
8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება. პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა. განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სებ-ში მუშაობის 30 წელი შეუსრულდათ. ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების გამორჩეული თანამშრომლები. ბანკირის დღე ქვეყანაში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის – თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება. პროფესიული დღის დაწესების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნით.