ბანგლადეშში 19 წლის გოგონა დაწვეს

ძალადობაზე და ჩაგვრაზე საუბრობდა 19 წლის ბანგლადეშელი გოგონა, რომლის ისტორიამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. გოგონას ნავთი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. შემზარავ შემთხვევამდე ახალგაზრდა ქალმა სკოლის დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა.

როგორც ირკვევა, 19 წლის ნურსათ ჯაჰან რაფი ძალადობის ობიექტი საკუთარ სკოლაში გახდა, თუმცა პოლიციისთვის მიმართვას თანაკლასელების მხრიდან თავდასხმა მოჰყვა.

ტრაგიკული ისტორიის გამო ბანგლადეშში აქციები დაიწყო. დაკავებულია 15 ადამიანი.