პოლიტიკური შეფასებების თემაა ასევე ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე პასუხია და იმედოვნებენ, რომ მსგავს ზომებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. მმართველი გუნდისთვის კი აღნიშნული სანქციები პროვოკაციაა. ამასთან, როგორც მთავრობის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლება ლიეტუვასა და ესტონეთს შემხვედრი ზომებით არ უპასუხებს და ორივე სახელმწიფოსთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება.