ბალტიისპირეთის კომპანიების კავშირები რუსულ ტანკერებთან
ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგებმა ბალტიის ქვეყნების მიმართ კითხვები გააჩინა.
ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავის არიდებაზე მიუთითებენ. ამ დასკვნამდე მივიდა ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც დაადგინა, რომ სამივე ქვეყნის კომპანიები რუსეთს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში ეხმარებიან. მილიარდობით დოლარის ნავთობი ბალტიის ზღვის გავლით და ფარული ოპერაციები იმ ფონზე, როცა 2025 წლის თებერვლიდან რუსეთის ე. წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალ 400-მდე ტანკერზე ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ სწორედ რუსეთისთვის სანქციების არდაწესება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბალტიის ქვეყნები საქართველოს ბოლო წლებში მწვავედ აკრიტიკებენ – გამკაცრებული რიტორიკა კონკრეტულ სასანქციო გადაწყვეტილებებშიც გამოიხატა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გათვალისწინებით თბილისიდან ოფიციალურ რიგას, ვილნიუსსა და ესტონეთს ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ. სამივე ქვეყანას საქართველოდან სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში ღვინის ექსპორტის თემაც შეახსენეს.