ბალტიის ქვეყნების სანქციების პოლიტიკა

მზარდი საერთაშორისო ზეწოლა და ახალი სასანქციო პაკეტები – საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკის სამიზნეები ამჯერად ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობები ხდებიან, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ქვეყნის მთავრობის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ახალი სანქციები აამოქმედეს, რაც ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მითითებულ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას გულისხმობს. ახალ ჩამონათვალში მოხვდნენ პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეებიც. მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილების მიღმა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვალს ხედავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ დასანქცირებულ პირთა ახალი, საკმაოდ მოცულობითი სიები ქართული ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მომზადდა. ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს იმ რამდენიმე ორგანიზაციაზე აკეთებს, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ესტონეთში უცხოურ ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ. ამ ინფორმაციას ადრესატები ჯერ არ გამოხმაურებიან.

ვინ შეადგინა სანქცირებულთა ახალი სიები და რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლების ბოლოდროინდელ ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში – პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა და ურთიერთბრალდებები თათია ტაბეშაძის რეპორტაჟში.