ბაკურიანში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

18:23, 10.01.2026
ბაკურიანში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე კურორტზე სრულად ფუნქციონირებს სამივე სასრიალო ტრასა – დიდველი, კოხტა და მიტარბი. დიდველის სასრიალო არეალზე 2025–2026 წლების ზამთრის სეზონზე პირველად ამოქმედდა პანორამა-ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს ბაკურიანის გამორჩეულ პანორამულ ხედებს სთავაზობს. დიდველზე ფუნქციონირებს ტობოგანიც.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, კურორტზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტრადიციად ქცეული ფესტივალი „გიზ-გიზი“ იმართება.
მარიამ ბერძენიშვილს ჩავრთავთ ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში.

მსგავსი