ბაკურიანში ოცამდე სასტუმროს წყალი ისევ არ მიეწოდება

ბაკურიანში 20-მდე სასტუმროს წყალი ისევ არ მიეწოდება. ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბრიგადები იმყოფებიან. სამთო კურორტზეა კომპანიის დირექტორიც.

ეკატერინე გალდავას თქმით, მთავარი პრობლემა წყლის ნაკადის სიმცირეა, რომელიც ბაკურიანში, სეზონის პიკის დროს ტრადიციულად იჩენს ხოლმე თავს. მისივე განმარტებით, დასახლების წყალმომარაგება 7 000 მომხმარებელზეა გათვლილი. ამ დროისთვის კი დამსვენებელთა რაოდენობა 30 000-მდეა გაზრდილი. ტექნიკური ბრიგადები წყლის წნევის პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. მანამდე კი სასტუმროების ნაწილი ცისტერნებით მარაგდება.