ბაკურიანს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

ბაკურიანში მოსახლეობას წყლის მიწოდება, 24-საათიან რეჟიმში, დღის ბოლომდე აღუდგება. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა განაცხადეს. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულ ქუჩაზე კი სასტუმროების რეზერვუარების შევსება იგეგმება.