„ბაკურიანობა 2020“

ბაკურიანობა 2020 გრძელდება. ზამთრის კურორტზე, არაერთი სპორტული, კულტურული, სანახაობრივი და გასართობი ღონისძიება იმართება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, წელს პირველად დააჯილდოვებენ საპატიო ბაკურიანელებს.  ცერემონია რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღესასწაულს გალა კონცერტი და  გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს. „ბაკურიანობა“ ტრადიციული სახალხო ზეიმია, მას ადგილობრივები კურორტის სტუმრებთან ერთად, ზამთრის სეზონზე ორი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

წელს „ბაკურიანობა“ 48-ედ იმართება.