ბაკურიანის კინოფორუმი დასრულდა

ბაკურიანის კინოფორუმი დასრულდა. ღონისძიება დაიხურა ალექსანდრე კობერიძის ფილმის – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ ჩვენებით. ფილმის პრემიერა რამდენიმე თვის წინ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. კინოფორუმის ბოლო დღეს ახალი დოკუმენტური ნამუშევრებიც შეაფასეს.

ბაკურიანის კინოფორუმს, რომელიც მესამედ გაიმართა, კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი