ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისში

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ძირითადი სამუშაო პრაქტიკულად დასრულებულია. ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მოინახულა, რომელმაც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სათანადო ორგანიზებისთვის უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო, სატრანსპორტო – ლოგისტიკური და უსაფრთხოების საკითხები.

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით 16 თებერვლიდან დაიწყება. ჩემპიონატის მედიაპარტნიორი პირველი არხია.